სიახლეები
22.12.2005
საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
დღეს საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. მიხეილ სააკაშვილმა და ვლადიმერ პუტინმა ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობის საკითხები განიხილეს. მათ ასევე ისაუბრეს საქართველო-რუსეთის ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივებზე.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური