Google+

სიახლეები

17.01.2006
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრის გახსნის ცერემონიას დაესწრო

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დარამის სახელმწიფო თეატრის გახსნის ცერემონიას დაესწრო. იგი ნაძალადევის რაიონის მზრუნველობამოკლებულ მოხუცებთან და ბავშვთა სახლების აღსაზრდელებთან ერთად ჯოაკინო როსინის ოპერის მიხედვით რეჟისორ დავით დოიაშვილის მიერ დადგმული სპექტაკლის "საქორწინო გარიგება" პრემიერას დაესწრო.

სპექტაკლის დაწყებამდე მიხეილ სააკაშვილმა დამსწრე საზოგადოებას მიმართა და აღნიშნა, რომ საქართველოს დღეს კულტურის ახალი კერების შექმნის ფუფუნება აქვს. "ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში პირველად დაიწყეს ფილმების გადაღება, რეგიონებში ახალი თეატრები შენდება და იხსნება. კულტურული ცხოვრების აღორძინება მხოლოდ იმ პირობებშია შეაძლებელი, როდესაც ქვეყანა ფეხზე დგება", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა ისიც დასძინა, რომ სოციალურად დაუცველი მოსახლეობა კულტურულ ღონისძიებებს არ უნდა გამოაკლდეს და ცხოვრების სრულფასოვანი პირობები უნდა ჰქონდეთ.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)