სიახლეები
22.02.2006
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთი უფასო სასადილო გახსნა
დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე 30-ე უფასო სასადილო გახსნა, რომლის ინიციატორი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა". სასადილო ყოველდღიურად 150 ადამიანს მოემსახურება.
უფასო სასადილოს გახსნაზე პრეზიდეტთან ერთად ისანი-სამგორის რაიონის მაჟორიტარი დუპუტატი ბიძინა ბრეგაძე და თბილისის მერი გიგი უგულავა იყვნენ. „ყველაზე მეტი გაჭირვება თქვენ გადაიტანეთ და სწორედ თქვენ მოგვიყვანეთ აქამდე. იმედი მაქვს, რომ ჩვენ თქვენი დახმარებით - სწორედ იმ ხალხთან ერთად, ვისაც ქვეყნის აღმშენებლობაში ყველაზე მეტი გამოცდილება აქვს, ქვეყანას გავაერთიანებთ. მე ყველაზე მეტ მოკავშირეს თქვენში ვხედავ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური