Google+

სიახლეები

07.03.2006
საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა გელა ჩარკვიანმა მინსკში ქართველი დეპუტატების დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა

დღეს საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა გელა ჩარკვიანმა მინსკში ქართველი დეპუტატების დაკავების ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით, საქართველოს, რომელიც მყარად დგას დემოკრატიის გზაზე არ შეიძლება სერიოზული მონაწილეობა არ მიეღო ბელორუსიაში მიმდინარე არჩევნების დემოკრატიულობის უზრუნველყოფაში. გელა ჩარკვიანის თქმით, საქართველოდან მინსკში ეუთოს ეგიდით ჩასული დელეაგციის დაკავებას პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმის დარღვევად აფასებს.

„ჩვენმა პრეზიდენტმა ბელორუსის სპეცსამსახურების განცხადებას ტერაქტების მზადებაში ქართველების დადანაშაულების შესახებ, სრულიად მართებულად უწოდა `კომიკური განცხადება'- განაცხადა გელა ჩარკვიანმა.

პრეზიდენტის პრეს-სპიკერის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა ზუსტად დაახასიათა ის ძალა‚ რომელიც ერთ ძალას წარმოადგენს მინსკში ქართველი პარლამენტარების დაკავების‚ აფხაზეთში ჩვენთვის წინააღმდეგობის გაწევისა და საქართველოში ათასი უბედურების დაგეგმვის პროცესში"


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)