Google+

სიახლეები

19.04.2006
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სარფის საბაჟო მოინახულა

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში მიმდინარე მშენებლობები დაათვალიერა, მანამდე კი სარფის საბაჟოზე მივიდა და იქ არსებული სატვირთო ავტომანქანების რიგი ნახა. საქართველოს პრეზიდენტმა საბაჟოს ხელმძღვანელობა გააკრიტიკა და იქ შექმნილი გართულებული მდგომარეობის გამოსასწორებლად ერთსაათიანი ვადა მისცა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ავტომანქანების გატარების პროცესი უფრო მარტივი უნდა იყოს. „როცა საბაჟოზე პრობლემაა, საბაჟოს უფროსი ადგილზე უნდა იყოს. საბაჟო რეჟიმით ხალხი არ უნდა გაწვალდეს. ვინც ამას თავს ვერ გაართმევს, თანამდებობიდან გათავისუფლებული იქნება. ზაფხულში ადამიანს გავლაზე პრობლემა არ უნდა შეექმნას, ასეთი რიგები საბჭოთა კავშირში 70-იან წლებში იყო. ჩვენ ნორმალური ევროპული ქვეყანა უნდა ვიყოთ"- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)