Google+

სიახლეები

15.05.2006
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სენაკის სამხედრო ბაზა დაათვალიერა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სენაკში თავდაცვის სამინისტროს მეორე ბრიგადის სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოები თავდაცვის მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილთან ერთად დაათავლიერა. სპეციალურად ამ დღისთვის აფხაზეთიდან ბავშვები ჩამოიყვანეს. 70-მდე მცირეწლოვანმა ევროსტანდარტების შესაბამი სამხედრო ბაზა დაათვალიერა. ნატოს სტანდარტების შესაბამისი ბაზა 30 აპრილს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა საზეიმოდ გახსნა.

„დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს უსაფრთხოება ნამდვილი ვაჟკაცების ხელშია. უკან წასვლა არ მსურს. მსგავსი ნაწილი ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე არ არის, ძალიან აღფრთოვანებული ვარ"-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)