Google+

სიახლეები

18.07.2006
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტის რეზოლუციას გამოეხმაურა

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოს ტერიტორიიდან რუსი სამშვიდობოების გაყვანის შესახებ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ამჟამად თანხმდება პუტინთან შეხვედრის პარამეტრები, ხოლო ამ შეხვედრაზე გამართული კონსულტაციების შემდეგ კი, საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

"ჩვენ კონფლიქტების დარეგულირების მშვიდობიანი განზრახვა გვაქვს, თუმცა არ ვაპირებთ ამ კონფლიქტების დიდხანს გაყინვას და კონფლიქტის ზონაში ვითარების გაუარესებას"- განაცხადა სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)