29.07.2006
საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა კოდორის ხეობაში ჩატარებული ოპერაციის თაობაზე ანგარიში ჩააბარა
დღეს სახელმწიფო კანცელარიაში საქართვეოლოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს კოდორის ხეობიდან ჩამოსულმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ჩატარებული ოპერაციის თაობაზე ანგარიში ჩააბარა და მოახსენა, რომ მის მიერ გაგზავნილი დახმარება კოდორის მოსახლეობას ურიგდება.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებთი, ორშაბათიდან ხეობაში სკოლების შესაკეთებლად სამშენებლო მასალების შეტანა დაიწყება, რათა საქტემბრისათვის ყველა საშუალო სკოლა ისეთ დონეზე იყოს გარემონტებული, როგორც ეს საქართველოს სხვა ქალაქებშია.
მიხეილ სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ხეობაში გარემონტდება ამბულატორიაც, რომლისთვისაც თანხა უკევ გამოყოფილია. მისი თქმით, ამ ამბულატორიებში მუდვიმივად კვალიფიციური ექიმები იმუშავებენ. აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობა კი, ხეობაში ახალი და მუდმივი შენობის დასრულებამდე, დროებით სხვა შენობაში განთავსდება. ამ ხალხის უსაფრთხოების უზრუნველყოფა საქართველოს პრეზიდენტმა შინაგან საქმეთა მინისტრს დაავალა.
„კვიციანი, როგორც მოსალოდნელი იყო რუსეთში გვამების მთელ ბრიგადას შეუერთდა - ესენი იგორ გიორგაძე, ტარიელ ონიანი და ასლან აბაშიძეა. ახლა კვიციანიც ჯემალ გოგიტიძის მსგავსად იქ არის. მე არ მესმის რაში ჭირდება რუსეთს ეს ხალხი" -აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
პრეზიდენტმა შინაგან საქმეთა მინისტრს ვანო მერაბიშვილს მკაცრი დავალება მისცა. მისი თქმით, საქართველოს მაშტბით კონტრდაზვერვითი საქმიანობა უნდა გაიზარდოს. „სრულიად აშკარაა, რომ მიმდინარეობს რაღაც სახის მოძრაობები, ჩვენ ყველაფერი უნდა ვიცოდეთ და ამაზე მკაცრი რეაგირება უნდა გვქონდეს. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეს ქვეყანა სათარეშო არავისთვის აღარ არის. ეს თვენი მოვალეობაა" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დღეებში სრული მხარდაჭერა ჰქონდა. პოლიტიკური პარტიების დიდმა ნაწილმა ქართველ ხალხს დაანახა, რომ გადამწყვეტ მომენტში ამ ხალხის იმედი არ უნდა ჰქონდეთ. „ ქართველი ხალხი მშვენივრად მიხვდა რა წყდებოდა კოდორში, იქიდან უკან დახევა იქნებოდა ქართული სახელმწიფოებრიობის დასასრულის დასაწყისი. მათ, ვიცნც ეს პროვოკაცია მოაწყო საქართველოში ხელისუფლების ალტერნატიული მთავრობის მიღება სურდათ, სანაცვლოდ მათ აფხაზეთში სეპარატისტული მთავრობის ალტერნატიული ლეგიტიმური მთავრობა მიიღეს, მიიღეს იმის საწინააღდაგო შედეგი, რის მიღწევასაც ცდილობდნენ" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური