სიახლეები
31.08.2006
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ფოთის პოლიციის უფროსი ირაკლი ჯიქია ვახტანგ გორგასლის ორდენით დააჯილდოვა
დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ფოთში კანონიერი ქურდის დაკავების ოპერაციისას დაჭრილი ფოთის პოლიციის უფროსი ირაკლი ჯიქია ვახტანგ გორგასლის ორდენით დააჯილდოვა. მიხეილ სააკაშვილმა ირაკლი ჯიქიას მთელი საქართველოს სახელით მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ეს იყო რუსეთში მყოფი ქართველი ქურდების ნამოქმედრი, რასაც საბოლოოდ ბოლო უნდა მოეღოს.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური