სიახლეები
16.11.2006
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ავტომანქანებზე ქონების გადასახადს აუქმებს
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით, ავტომანქანებზე დაწესებული ქონების გადასახადი გაუქმებულია. ეს გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილმა ფინანსთა მინისტრ ალექსი ალექსიშვილს დღეს გააცნო. დღეს პრეზიდენტმა ფინანსთა მინისტრი კანცელარიაში საგანგებოდ დაიბარა.
,,მთავრობას ხალხის წამების უფლებას არ მივცემ, ეს ხელისუფლების ფილოსოფიას ეწინააღმდეგება", - განაცხადა პრეზიდენტმა. მიხეილ სააკაშვილმა ფინანსთა მინისტრს პარლამენტში ახალი საკანონმდებლო ინიციატივით შესვლა დაავალა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური