Google+

სიახლეები

20.11.2006
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ეკონომიკური განვითარების მინისტრის პოსტზე გიორგი არველაძე წარადგინა

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ეკონომიკური განვითარების მინისტრის პოსტზე ოფიციალურად გიორგი არველაძე წარადგინა. საქართველოს პრეზიდენტის ბრიფინგს ახალი და ყოფილი მინისტრები ესწრებოდნენ. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ირაკლი ოქრუაშვილი სასწავლებელად საზღვარგარეთ მიემგზავრება. „თავიდანვე ირაკლის თავდაცვის მინისტრობიდან წასვლა უნდოდა, რათა სწავლა სამხედრო-პოლიტიკური განათლების გაღრმავების თვალსაზრისით საზღვარგარეთ გაეგრძელებინა. თავიდანვე ჩვენ შევთანხმდით მისი ეკონომიკის მინისტრად გადასვლაზე, თუმცა იგი თავის აზრზე დარჩა, რასაც მე პატივს ვცემ. მე მიყვარს ირაკლი. მისი ნებისმიერი არჩევანი ჩემთვის გასაზიარებელია". - განაცხადა საქართველოს პრზეიდენტმმა მიხეილ სააკაშილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კომპანია „ბადაგონთან" დაკავშირებით განხორციელებული ქმედებები მკაცრად გააკრიტიკა. ის, რაც „ბადაგონთან" დაკავშირებით მოხდა, არაკორექტულია. ჩვენ ასეთი მეთოდებით ბრძოლას არ დავუშვებთ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. მისი თქმით, ფალსიფიკაცია დაუშვებელია, თუმცა წარმოუდგენელია ეს კამპანიების, ტელეკამერების და სამხედრო შეტევის სახით მოხდეს. „ბადაგონის" ინვესტორები, ისევე როგორც სხვა ინვესტორი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას ხელს უწყობს, ჩვენთვის ძალიან ძვირფასი ხალხია. ფალსიფიკაციის წინააღმდეგ ბრძოლა შეთანხმების საფუძველზე უნდა მოხდეს. ისე, რომ კომპანიის სახესა და რეპუტაციას ჩრდილი არ მიადგეს. „მე სოფლის მეურნეობის სამინისტროს შენიშვნა მივეცი. ეტყობა გადაწყვიტეს, რომ ახალმა მინისტრს ერთგულება დაუმტკიცონ. ის, რაც „ბადაგონთან" მიმართებაში გაკეთდა, არაკორექტული და არასწორად გაკეთებული იყო. საქართველოში ფალსიფიცირებულ ღვინოს საქართველოს მთავრობა აღარ დაუშვებს. მე იმედი მაქვს, პეტრე ცისკარიშვილი მსგავსის განმეორებას აღარ დაუშვებს. ჩვენ კი, ყველაფერ ამასთან გადამწყვეტ ბრძოლას გავაგრძელებთ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)