სიახლეები
25.11.2006
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კაზახი ინვესტორები ღირსების ორდენით დააჯილდოვა
დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კაზახი ინვესტორები სახელმწიფო კანცელარიაში ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
„საქართველომ ბოლო წლებში დაბრკოლებების შექმნის მცდელობის მიუხედავად, ბევრი მეგობარი შეიძინა. საქართველოს განვითარება და აღორძინება ეკონომიკური თანამშრომლობისა და ინვესტიციების გარეშე შეუძლებელია. მიუხედავად ყველაფრისა, საქართველოში ბოლო წლებში ასობით მილიონი დოლარის ინვესტიცია ხორციელდება. ეს ნიშნავს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ტურისტულ სექტორში, ინფრასტრუქტურაში, ენერგეტიკაში. მსოფლიო ბანკის კლასიფიკაციის მიხედვით, საქართველო პირველ რეფორმატორ ქვეყნად რჩება. მიუხედავად დიდი ზეწოლისა, ჩვენ დადებითი საკრედიტო რეიტინგი შევინარჩუნეთ .
გარდა ამისა, ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში ძალიან სერიოზული ახალი ინვესტიციები მივიღეთ.
ერთ-ერთი ასეთი საინვესტიციო პირველი ჯგუფია ყაზახური ფირმა „ტურან ალენი". ეხლა კი, საქართველოში ევროპიდან, თურქეთიდან, ახლო აღმოსავლეთიდან და ისრაელიდან უცხოური ინვესტიციები შემოდის. ეს პროცესები გაგრძელდება იმიტომ, რომ საქართველო არის იშვიათი გამონაკლისი, სადაც არ არის კორუფცია და მთავრობა არ აყაჩაღებს ბიზნესს. ეს პროცესები საქართველოში გაგრძელდება.
ამ თვეში აღორძინებული რუსთავის მეტალურგია გავხსენით, ხოლო ხვალ - ახალ საწარმოს გავხნით. ეკონომიკის სამინისტროს ახალი საწაროების გახსნა აქვს დავალებული. ასეთი საწარმოების გასახსნელად მე მზად ვარ ყოველთვის გამოვნახო დრო. მინსკის მივლინებიდან დაბრუნების შემდეგ, მე კიდევ ერთ საწარმოს გავხსნი. ჩვენი ხალხის გასახარებლად და ჩვენი მომავლისათვის საჭიროა ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. ჩვენ ძალიან სწორ გზაზე ვდგავართ. მუხლჩაუხრელი შრომის პირობებში ჩვენ ყველანაირი გართულების თავიდან აცილებას შევძლებთ, როგორც ეს ყველა თავმოყვრე და ცივილურმა ერმა შეძლო. საქართველო კი, მათ შორის პირველია" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური