Google+

სიახლეები

30.12.2006
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2006 წლის ბოლო მთავრობის სხდომაზე წლის მიღწევები შეაჯამა

მოგესალმებით!

მსურს მოკლედ წლის მიღწევები შევაჯამო.

გასულ წელს, მთელ საქართველოს დავურიგეთ კალენდრები ჩვენი აღმშენებლობითი გეგმებით.

მსურს განვიხილო და შევაჯამო 2006 წლის მიღწევები.

თბილისი და არა მარტო თბილისი, არამედ ბათუმი, სამეგრელოს უმეტესი ნაწილი, რუსთავი, ქუთაისი სინათლის ქალაქი გახდა, შეკეთდა ელექტროგადამცემი ხაზები.

დამოუკიდებლობის შემდეგ, საქართველოში პირველი ავტომაგისტრალის მშენებლობა გორის ტერიტორიამდე დასრულდა, წელს, კასპის ტერიტორიასაც გავივლით.

პატრიოტთა ბანაკების პროგრამა შესრულდა, მომავალ წელს ჩვენ ბევრად უკეთესი ხარისხის სტაციონალურ ბანაკებს გავაკეთებთ.

თბილისის მეტროში რამდენიმე სადგური გარემონტდა. ვაგონების გამოცვლაც დავიწყეთ, რაც სამუშაო ადგილების შექმნასაც ნიშნავს.

2008 წელს მთელი პარკის გამოცვლა დასრულდება.

მიუსაფართა და დაუცველთათვის სასადილოების პროგრამამ კარგად იმუშავა. პენსიები ორჯერ გაიზარდა.

მომავალ წელს, როცა ბიუჯეტი ამის საშუალებას მოგვცემს, პენსიები საქართველოში დამსახურების მიხედვით გაიზრდება.

მსურს საქალაქო სამსახურს მადლობა ვუთხრა იმისათვის, რომ მარტო თბილისში 140-მდე ხელოვნურსაფარიანი მოედანი გეკეთდა. სამტრედიაში კარგი საცურაო აუზი გავხსენით. ზუგდიდში სპორტის სასახლის, ხოლო ქუთაისში კარგი სპორტული კომპლექსის მშენებლობა დავიწყეთ.

წლის დასაწყისში არ ვვარაუდობდით, რომ ღვინის ემბარგო იქნებოდა. წლის დასაწყიში ახალი ქარხნების გახსნას ვგეგმავდით, მაგრამ როცა ემბარგო დაიწყო, ყველა ფიქრობდა, რომ ძველი ქარხნებიც დაიხურებოდა, თუმცა ქართულმა ბიზნესმა ამ საქმეში სოლიდარობა გამოიჩინა.

ჯანდაცვის სამინისტრომ ინტერნეტიზაციაში წარმატებებს მიაღწია. თბილისის აეროპორტის მშენებლობა თითქმის დასრულებულია, ბათუმის აეროპორტს ორი თვე მაინც დასჭირდება.

საქართველოში რამოდენიმე ათეული სკოლა გარემონტდა. სკოლების პროგრამაც მთლიანობაში შესრულებულია.

გადამზადების პროგრამა გაცილებით უკეთ განხორციელდა, ვიდრე ვვარაუდობდით. ამ პროგრამის მეშვეობით ბევრმა ადამიანმა სამსახური იშოვა.

ტექნიკური სკოლების შენობები მზად არის, განათლების სამინისტროს დახმარებით, გაზაფხულზე ამას დავასრულებთ.

ტრაქტორების პროგრამა წარმატებით განხორციელდა, ასევე წარმატებით ციტრუსების პროგრამაც. გაიხსნა ორი ახალი ქარხანა.

კახეთში სარწყავის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ენგურის რემონტიც დასრულდა.

სენაკის სამხედრო ბაზა თანამედროვე სტანდარტებით გავაკეთეთ. სამხედრო ბაზა გორშიც დავიწყეთ და დავასრულებთ.

აღარ ვსაუბრობ ძეგლებსა და მონუმენტებზე.

საქართველოში გაიხსნა ახალი თბოსადგური. პირველად დამოუკიდებლობის შემდეგ, გვაქვს ახალი გაზოტურბინები.

დაიწყო ახალი სასტუმროების მშენებლობაც.

აშენდა გორის და ზუგდიდის საავადმყოფო, შენდება რესპუბლიკური საავადმყოფო. აშენდა გადაუდებელი დახმარების ცენტრი, გაკეთდა ასობით ამბულატორია.

ბათუმის „ინტურისტი" სიმბოლური და კარგი პროექტია.

დელფინარიუმი დაგვრჩა გასაკეთებელი, მაგრამ გავაკეთეთ პიონერთა პარკი.

გზების პროგრამა ასი პროცენტით შევასრულეთ.

ჩვენ არ ვართ მთავრობა, რომელიც მხოლოდ დაპირებებს იძლევა. ჩვენ მორიგ შესრულებებზე ვსაუბრობთ.

მომავალ წელს კალენდრების კეთებას აზრი არ ექნება, ვინაიდან ვერცერთი კალენდარი ვერ დაიტევს იმ გეგმებს, რომელიც მომავალი წლისთვის არის დაგეგმილი. ასეთი მაშტაბის აღმშენებლობა საქართველოში მრავალი ათწლეულის განმავლობაში არ ყოფილა. ეს გადამწყვეტი წელია ჩვენი ქვენისათვის.

ამ მხრივ ჩვენ მნიშვნელოვან ტრადიციას ჩავუყარეთ საფუძველი. ჩვენმა პარტნიორებმა რუსეთიდან ემბარგო იმისათვის შემოიღეს, რომ ჩვენი ეკონომიკისათვის სერიოზული ზიანი მოეყენებინათ, მაგრამ მთავარ მიზანს - დაენგრიათ საქართველოს ეკონომიკა, ვერ მიაღწიეს. წლევანდელი ეკონომიკური ზრდა 10 პროცენტის ფარგლებშია. ეს არის იმდენი, რამდენიც შარშან იყო. მომავალ წელს ჩვენ მეტი პროცენტით მოვიმატებთ.

ჩვენ სწრაფად განვითარებადი ქვეყანა გავხდებით.

ამ მხრივ მინდა გითხრათ, რომ მთავრობის მუშაობით კმაყოფილი ვარ. განსაკუთრებით ენერგეტიკის სამინისტროს მუშაობით. ბოლო ხელშეკრულება თურქეთისა და აზერბაიჯანის მხარეებთან არის მნიშვნელოვანი და ისტორიული.

როგორც კი ავარიის კვალი აღმოიფხვრება, საქართველოს აქვს შანსი გადავიდეს ალტერნატიულ გაზზე. საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების გამყარების კუთხით, ეს ისტორიული და გეოპოლიტიკური ცვლილებაა.

საქართველოს ენერგომომარაგების სისტემაზე მუშაობა გრძელდება. მსურს სხვა სამინისტროებსაც მოვუწონო მუშაობა.

ვისურვებდი - მომავალ წელს უკეთესი აღმშენებლობის და კარგი შედეგების წელი გვქონდეს.

მომავალ წელს, ჩვენ ბევრად მეტს დავხარჯავთ განათლების სისტემაზე, ჯანდაცვაზე, ინფრასტრუქტურაზე, ტურისტულ პროექტებზე, სამხედრო ბაზებზე, პენიტენციალურ სისტემაზე, სოციალურ პრობლემებზე.

ერთმანეთს მოესიყვარულეთ, ესტუმრეთ, მიულოცეთ ახალი წელი.

მე ყველას ვულოცავ ახალ წელს!

ყველამ ერთად ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზე!


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)