სიახლეები
22.02.2007
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სენაკის სამხედრო ბაზას ესტუმრა
დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სენაკის სამხედრო ბაზას ესტუმრა, სადაც ოფიცერთა ახალი პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. პროგრამა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სტუდენტებისა და უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთვრებულთგან ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში ოფიცერთა ელიტის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს. პროგრამაში მონაწილეობის მსურველები სპეციალურ მოსამზადებელ კურსებს თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ აკადემიაში გაივლიან, რის შემდეგაც მათთან კონტრაქტები გაფორმდება. ელიტურ ოფიცრებს მაღალი ანაზღაურება ექნებათ, ხოლო შეიარაღებულ ძალებში ოთხწლიანი საკონტრაქტო სამსახურის შემდეგ, ისინი საცხოვრებელ ბინებს მიიღებენ. ამას გარდა მათ საბანკო შეღავათებითა და გრძელვადიანი კრედიტებით უზრუნველყოფენ.
საქართველოს პრეზიდენტმა სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე ახლადგარემონტებული საცხოვრებელი კორპუსები დაათვალიერა, სადაც ორასზე მეტი ჯარისკაცი ოჯახის წევრებთან ერთად იცხოვრებს. მიხეილ სააკაშვილმა თავდაცვის მინისტრს დაავალა, რომ მსგავსი თანამედროვე საცხოვრებელი კორპუსები გორშიც ააშენონ.
მიხეილ სააკაშვილი სენაკში სიტყვით გამოვიდა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური