სიახლეები
14.03.2007
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ზემო აფხაზეთში ჩავიდა
კოდორის ხეობაში მომხდარი ინციდენტიდან ორი დღის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ზემო აფხაზეთში ჩავიდა და დაცხრილული შენობები თავად ნახა. პრეზიდენტმა მოსახლეობას სიმტკიცისკენ მოუწოდა და უსაფრთხოების გარანტია მისცა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება რეგიონის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას კიდევ უფრო აქტიურად განაგრძობს.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური