სიახლეები
14.04.2007
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჭიათურის რაიონს ესტუმრა
დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჭიათურას ეტუმრა და რაიონის პრობლემებს ადგილზე გაეცნო. პრეზიდენტმა სოფელ რგანის მოსახლეობას საჩუქრად ტრაქტორი გადასცა. მიხეილ სააკაშვილი ადგილობრივ მოსახლეს - შრომისა და სამამულო ომის ვეტერანს 85 წლის გრიშა ხვედელიძეს სახლში ეტუმრა. გრიშა ხვედელიძემ სოფლის პრობლემებთან დაკავშირებით პრეზიდენტს ორჯერ მისწერა წერილი, რომელშიც სოფლის მცხოვრებთა საკმაოდ მძიმე ვითარებაა აღწერილი. მოხუცი გულისტკივილით აღნიშნავდა, რომ სოფლის ახალგაზრდები თავს ვერაფრით ირჩენენ, ქალაქში იხიზნებიან და 30-35 წლის ბიჭები მხოლოდ ბარისა და თოხის იმედად ოჯახს ვერ ქმნიან. გრიშა ხვედელიძე პრეზიდენტს თხოვნით მიმართავდა, რომ სოფლისთვის ტრაქტორი გამოეყო, რომელიც მოსახლეობას ნაწილობრივ მაინც გადაუჭრიდა პრობლემებს.
მიხეილ სააკაშვილმა მოსახლეობას დახმარება აღუთქვა და აღნიშნა, რომ რაიონის მასშტაბით სხვადასხვა პროექტის განხორციელება იგეგმება, რაც სოფლის ახალგაზრდობის დასაქმებას შეუწყობს ხელს.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური