Google+

სიახლეები

17.04.2007
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდა

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს თავდაცვის მინისტრს და სამინისტროს სხვა წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრისას მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მუხროვანის საწვრთნელი ბაზის რეზერვისტთა მომზადებით კმაყოფილი დარჩა.

"რეზერვისტთა პირველი გამოშვების მომზადების ხარისხმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ეს ჯარისკაცებისა და ოფიცერთა განწყობაშიც ჩანდა. ამაში საკუთარი თვალით ნანახმაც დამარწმუნა. ვფიქრობ, ხარვეზები (თუკი გვაქვს) უნდა აღმოვფხვრათ და მომზადება ასეთივე ტემპით განვაგრძოთ", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა დავით კეზერაშვილს მომავალი წლიდან საკონტრაქტო სისტემაზე მყოფი ყველა სამხედროს ხელფასის გაზრდა დაავალა. მიხეილ სააკაშვილმა კვირის ბოლომდე მას იმ სპეციალისტთა სიის წარდგენაც მოსთხოვა, ვისაც ხელფასი ახალ წლამდე უნდა გაეზარდოს.

"ის, რომ საკონტრაქტო სამსახურში მყოფი სამხედროს ხელფასი დღესდღეობით 500 ლარია, უკვე პროგრესია. პროფესიონალი სამხედროს სამსახური დაკავშირებულია საპატიო მისიასთან, მაგრამ ამავდროულად - განსაკუთრებულ გამბედაობასთან და რისკთან. ამიტომ გავალებთ, რომ მომავალი წლის პირველი იანვრიდან საკონტრაქტო ჯარში უკლებლივ ყველა კატეგორიის მოსამსახურეს ხელფასი 100 ლარით გაუზარდოთ. ასევე გავალებთ წარმოგვიდგინოთ იმ სპეციალისტთა სია, რომლებსაც ხელფასი წელსვე უნდა მოვუმატოთ. ხელფასის გაზრდა ყველას სჭირდება, მაგრამ ამ ადამიანებს - უპირველესად, რადგან ჩვენი უსაფრთხოების მთავარი გარანტი სწორედ ეს ხალხია", - განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)