Google+

სიახლეები

07.06.2007
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კიევში შოთა რუსთაველის მონუმენტი გახსნა

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კიევის ცენტრში, რუსთაველის ქუჩაზე შოთა რუსთაველის მონუმენტი და მისივე სახელობის სკვერი გახსნა. მონუმენტი იმ ფრესკის მიხედვით შეიქმნა, რომელიც იერუსალიმის ჯვრის მონასტერშია გამოსახული.

საქართველოს პრეზიდენტმა ახლადგახსნილ სკვერში შეკრებილ დამსწრე საზოგადოებას მიმართა.

"არც იუშჩენკო და არც სააკაშვილი მუდმივად არ იქნებიან, მაგრამ ჩვენი სულიერი კავშირი, ისევე როგორც ეს ძეგლი, რომელიც ყველაზე მყარი უკრაინული გრანიტის ერთიანი მასალისგან არის გაკეთებული, სამარადისოდ დარჩება. ამ უნიკალური ძეგლის გახსნის წინ, ყველამ ერთად უნდა დავდოთ ფიცი შოთა რუსთაველის სიტყვებით", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზენტაციაზე სიტყვა ვიქტორ იუშჩენკომაც წარმოთქვა და აღნიშნა, რომ ქართველი და უკრაინელი ერები საუკუნეების განმავლობაში იბრძოდნენ თავისუფლებისთვის. "ურთიერთობა საქართველოსა და უკარაინას შორის კიდევ უფრო განმტკიცდა სამი წლის წინათ. ჩვენი მიზანი თავისუფლებისა და დემოკრატიის კიდევ უფრო განმტკიცებაა", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ამ პროექტის საერთო ღირებულება მილიონი დოლარია. აქედან 600 ათასი დოლარი უკრაინაში მცხოვრებმა ქართულმა სათვისტომომ გადაიხადა.

ღონისძიებაში საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტების გარდა ქართველი მსახიობები და ახლადჩამოყალიბებული ნაციონალური ბალეტი "ჯორჯია" მონაწილეობდა.

მონუმენტის გახსნის შემდეგ საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი ორი ქვეყანას შორის თანამშრომლობის შემდგომი განვითარება იყო.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)