Google+

სიახლეები

16.06.2007
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა არაბ შეიხთან ოფიციალური შეხვედრა გამართა

არაბი შეიხი საუდ იბნ ზაქ ალ-ქასიმი საქართველოში შეძენილი ქონების დასათვალიერებლად თბილისში ჩამოვიდა. რას ალ ხაიმას დეველოპერული კომპანია საქართველოში მრავალმხრივი პროექტების „თბილისი ჰაიტსის" და „აპტაუნ თბილისის" განხორციელებას იწყებს.

დღეს ტაბახმელაში „თბილისი ჰაიტსის" და „აპტაუნ თბილისის" პროექტების პრეზენტაცია და მშენებლობის საძირკვლის ჩაყრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. მოგვიანებით კი, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში არაბი შეიჰის საპატივცემულოდ ოფიციალური მიღება გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაესწრო. პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში ვრცლად ისაუბრა არაბეთის საემიროებსა და საქართველოს შორის არსებულ ისტორიულ ურთიერთობებზე. მისი თქმით, ამ კავშირმა კიდევ უფრო შეუწყო ხელი ურთიერთობის გაღრმავებას. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, პოლიტიკური ფაქტორების გამო, არაბეთსა და საქართველოს შორის ჩამოფარებულიი იყო ევროპაში არსებული რკინის ფარდა. დღეს კი, ჩვენ აღმოვაჩინეთ ეს რიგიონი, აღვადგინეთ ისტორიული კავშირები. „ემირატების გეოგრაფიული პოზიცია და როლი თავის რეგიონში ძალიან წააგავს იმას, რასაც ჩვენ ვქმნით საქართველოსთვის. ქვეყანა, რომელიც თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობით მნიშვნელოვანია, მისი მთავარი მნიშვნელობა ეფექტურ მართვაში, გამჭირვალეობაში, გადაწყვეტილების აღსრულების სისწრაფესა და შედეგის მიღწევის ეფექტურ გზაშია. ეს არის მთავარი, რაც საქართველოს განასხვავებს რეგიონის სხვა ქვეყნებისგან. ამით ვართ მიმზიდველნი და კონკურენტუნარიანები. ჩვენ ვაპირებთ საქართველო დავამსგავსოთ განვითარებულ ქვეყანას. ჩვენი სურვილია საქართველო განვითარებული სამყაროს ერთ-ერთი საუკეთესო მარგალიტი გახდეს. ოცნების დრო დასრულდა, დაიწყო აღმშენებლობის პერიოდი"-აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. საქართველოს პრეზიდენმტა ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო გარემოზეც ისაუბრა, მისი თქმით, ქვეყანაში 2,2 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია ჩაიდო. „ქვეყანაში იწყება პრივატიზაციიდან შემოსული თანხების მეორე ეტაპი, რომელიც მთლიანად ხალხს და პრიორიტეტულ სფეროებს მოხმარდება."

მისასალმებელი სიტყვა არაბმა შეიხმაც წარმოთქვა და აღნიშნა, რომ საქართველოს სახით მათ სასურველი და საღად მოაზროვნე პარტნიორი იპოვნეს. მან აღფრთოვანება გამოხატა ქართული სტუმართ- მასპინძლობის მიმართ, რისთვისაც საქართველოს პრეზიდენტის ოჯახს მადლობა გადაუხადა. „ჩვენ ორივეს გვაერთიანებს ერთი სურვილი - ვაშენოთ ახალი ქვეყანა. თქვენი სახით ჩვენ საჭირო და საღად მოაზროვნე პარტნიორები აღმოვაჩინეთ"- განაცხადა საუდ იბნ ჩაჯ ალ ქასიმმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)