Google+

სიახლეები

29.06.2007
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საწყლოსნო კომპლექსი გახსნა

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნაძალადევის რაიონში საწყლოსნო კომპლექსის გასხნის ცერემონიას დაესწრო.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ერთ დროს, დაბომბილ, განადგურებულ უბანში მსოფლიო კლასის გასართობი საწყლოსნო კომპლექსი აშენდა. „ვარდების რევოლუციის წინ, საქართველოში დარჩენილი იყო ორი- სამი აუზი, რომელიც ფუნქციონირებდა. დღეს არის რამდენიმე ათეული. ბორჯომში და ჭიათაურაში არის დახურული და ღია აუზი, აჭარასა და თბილისში მომავალ წელს მსგავსი აუზები გაიხსნება. საქართველო ხდება თანამედროვე ქვეყანა, რაც ძალიან მახარებს. ეს ხდება იმ პირობებში, როცა ჩვენს ინვესტორებს მხოლოდ ხელშეწყობა აქვთ. ეს არ არის სახელმწიფო საწარმო, ეს არის კერძო საწარმო, რაც თავისუფლების და არაკორუმპირებულობის გარემოს შედეგია"- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)