სიახლეები
30.07.2007
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პროექტის ”ყაზარმა” მონაწილეებს შეხვდა
ტელეკომპანიის "რუთავი-2" პროექტის "ყაზარმა" რვა მონაწილეს დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო კანცელარიაში შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, პროექტის გამარჯვებული ლევან გავაშელიშვილი ოფიცრის კურსს გაივლის. მიუხედავად იმისა, რომ ლევან გავაშელიშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის სტუდენტია და ამჟამად მას სამხედრო აკადემიაში ჩაბარება არ შეუძლია, ოფიცრის კურსების გასავლელად მიხეილ სააკაშვილმა მისთვის გამონაკლისი დაუშვა. ამ თხოვნით საქართველოს პრეზიდენტს პროექტის მონაწილეებმა თავად მიმართეს.
"მართალია, სამხედრო აკადემიაში ჩარიცხვა მხოლოდ უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ არის შესაძლებელი, მაგრამ, ვინაიდან ასეთ წარმატებულ ადამიანს გაუჩნდა სურვილი, გამონაკლისის სახით, მას ყველა გზა უნდა გავუხსნათ. მოამზადეთ შესაბამისი ბრძანებულება, რომ ამ სასწავლებელში მესამე კურსის სტუდენტი ჩავრიცხოთ", - ეს დავალება საქართველოს პრეზიდენტმა თავდაცვის მინისტრს მისცა.
ქართულ ჯარში მსახური პროექტის სხვა მონაწილეებმაც ისურვეს და სპეციალური მომზადების შემდეგ თითოეული მათგანი სერჟანტის წოდებას მიღებს. პროექტის 16 მონაწილიდან, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 4-წლიანი კონტრაქტით 8 ახალგაზრდა იმსახურებს.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური