Google+

სიახლეები

10.08.2007
საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დენის კეფმა რწმუნებათა სიგელები დაგასცა

დღეს საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დენის კეფმა რწმუნებათა სიგელები დაგასცა. ცერემონიას ესწრებოდა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მეუღლე - ქეით კიფი, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოადგილე როი ვილსონი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი.

ცერემონიის მსვლელობისას ბრიტანეთის ელჩმა ისაუბრა ქართულად და აღნიშნა, „ბატონო პრეზიდენტო - დიდი ბრიტანეთის დედოფალმა საუკეთესო სურვილები გადმოგცათ. საქართველო და დიდი ბრიტანეთი ნაყოფიერად თანამშრომლობენ. ჩვენ თქვენ დაგეხმარებით რეფორმების წარმატებით განხორციელების პროცესებში, კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების საკითხებში. გორის ინცინდენტმა კიდევ ერთხელ ნათელყო რაოდენ მნიშვნელოვანია კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარება".

თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აღფრთოვანებული დარჩა დიდი ბრიტანეთის ელჩის ქართული ენის ცოდნით: „მომეცა შესაძლებლობა დავრწმუნებულიყავი იმაში, რომ უცხოელ დიპლომატებს შორის, თქვენი ქართული საუკეთესოა. საქართველო დიდ ბრიტანეთთან მჭიდრო თანამშრომლობისათვის მზად არის" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)