Google+

სიახლეები

23.09.2007
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიხეილ ქარელის დაკავებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ ქარელის დაკავებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

"გორული მაფიის თაობაზე ორი წლის წინათ დავიწყე ლაპარაკი, მაგრამ ეს სრულიად არასწორი ტერმინი იყო. ეს გორული მაფია კი არა, გორელი ხალხის, გორის საზოგადოებისა და მთლიანად ქართლის წინააღმდეგ მიმართული მაფიაა", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. როგორც მან განაცხადა, ანტიგორული კრიმინალური დაჯგუფების გამოჩენის პირველი სიმპტომები ადრეც გამოჩნდა, თუმცა მისი თქმით, იგი პრეზიდენტის რწმუნებულს ზომაზე მეტად ენდობოდა. პრეზიდენტმა ისიც აღნიშნა, რომ მიხეილ ქარელს მან არაერთხელ მიუთითა, რომ ქართლს მსგავსი სისხლისმწოველები არ წამოსხდომოდნენ თავს.

"ვითარება ძალზე კონკრეტულია. ვიდრე მე ამ ქვეყნის პრეზიდენტი ვარ, საქართველოში არ უნდა არსებობდნენ და გარწმუნებთ, რომ არც იარსებებენ კანონის ჩარევისგან დაცული, ხელშეუხებელი პირები. მაშინ, როდესაც ქვეყნის შიგნით საქმე კარგად მიდის, ასეთი ხალხი ქვეყნის გაერთიანების ერთ-ერთ მთავარ დაბრკოლებად რჩება. ამ დროს მთავარი ერთი რამაა - არ დავაგვიანოთ რეაგირება. ამ საქმესთან დაკავშირებით, ერთადერთი საკითხი, რომელიც შეიძლება წამოიჭრას არის ის, რომ ჩარევა და რეაგირება ალბათ უფრო ადრე იყო საჭირო. ცალკეული პიროვნებების მიმართ გადამეტებული ნდობა გვქონდა და ზედმეტად ვაქებდით. ეს ასე არ უნდა ყოფილიყო. თუმცა სჯობს გვიან ვიდრე არასდროს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)