Google+

სიახლეები

24.09.2007
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებს შეხვდა

საქართველოში ვიზიტად მყოფი სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების პარლამენტართა თავმჯდომარეების დელეგაცია საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს კანცელარიაში შეხვდნენ.

დელეგაციის ვიზიტის მიზანი საქართველოს დემოკრატიზაციის პროცესში ევროპის ქვეყნების გამოცდილების გაზიარება და საქართველოში მიმდინარე რეფორმების გაცნობაა.

საქართველოს პრეზიდენტმა ევროპელ სპიკერებს ინფორმაცია ყველა იმ ძირითად საკითხებთან დაკავშირებით მისცა, რომელიც საქართველოსთვის ძალზე მნიშვნელოვანია.

შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა რვა ქვეყნის პარლამენტის სპიკერებს საქართველოში მიმდინარე რეფორმები გააცნო, გაყინულ კონფლიქტებსა და ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს ინტეგრაციის საკითხებზე ესაუბრა. თავის მხრივ, სტუმრებმა მას საკუთარი ხედვა გააცნეს - თუ როგორ და რა ფორმით უნდა განხორციელდეს ეს პროცესი. თითოეულმა სტუმარმა ნატოში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს სრული მხარდაჭერა აღუთქვა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)