Google+

სიახლეები

25.10.2007
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი განმუხურში ჩავიდა

საქართველოს პრეზიდენტი სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად სოფელ განმუხურში ჩავიდა. მიხეილ სააკაშვილი ჟორა ახალაიას ოჯახს ესტუმრა, მისი საოჯახო მეურნეობა დაათვალიერა და ახალაიების მიერ დაწურული ღვინოც გასინჯა. დღესვე საქართველოს პრეზიდენტმა თხილის ქარხანაც დაათვალიერა, სადაც ოთხასამდე ადგილობრივი ადამიანია დასაქმებული. მიხეილ სააკაშვილი განმუხურის მოსახლეობასაც შეხვდა. მათ პრეზიდენტს ტრაქტორები და სოფლისთვის ეკლესიის აშენება სთხოვეს.

„ჩვენ ციტრუსის გადამამუშავებულ საწრმოებს უნდა დავეხმაროთ ციტრუსების შეღავათიანად ექსპორტირებაში. როცა მათ ამის გარანტია ექნებათ, ბევრად მეტ ციტრუსს ჩაიბარებენ. რეალურად ჩვენ მზად ვართ, რომ ამისათვის ყვეალფერი გავაკეთოთ. წელს მოხდა ყურძნის სრულად ჩაბარება, ასევე უნდა მოხდეს ციტრუსების შემთხვევაშიც. ჩაუბარებელი და დაუბინავებელი სოფლის მეურნეობის პროდუქცია საქართველოში არ უნდა დარჩეს"- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

განმუხურიდან მიხეილ სააკაშვილი ზუგდიდში წავიდა, სადაც ფეხბურთის სტადიონზე ზუგდიდისა და თელავის გუნდების შეხვედრას დაესწრო. სტადიონზე მისულ პრეზიდენტს ფეხბურთელებმა კიდევ ერთი მინი სტადიონის აშენება სთხოვეს. ამის შესახებ განკარგულება სამხარეო რწმუნებულმა ადგილზევე მიიღო.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)