Google+

სიახლეები

31.10.2007
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქუთაისის რეაბილიტაციისა და განვითარების პროექტის პრეზენტაციას დაესწრო

დღეს საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისში ჩავიდა. მიხეილ სააკაშვილი დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტში მივიდა, სადაც ორი კვირის წინ, ზუგდიდში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი ბახვა ჩიქობავა მოინახულა და ვახტანგ გორგასლის ორდენით დაჯილდოვა.

დღესვე საქართველოს პრეზიდენტმა პროფესიული გადამზადების სასწავლებელი და სპორტის სასახლე საზეიმოდ გახსნა. მიხეილ სააკაშვილი ქალაქის ისტორიულ ნაწილში ქუთაისის რეაბილიტაციისა და განვითარების პროექტის პრეზენტაციასაც დაესწრო.

სიტყვით გამოსვლისას, მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ დღეს იგი იწყებს მისი პრეზიდენტობის ერთ-ერთ ყველაზე ამბიციურ და მნიშვნელოვან პროქეტს, რომლის განხორციელების შემდეგ ქუთაისი გადაიქცევა 21 საუკეუნის ვროპის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალაქად. მისი თქმით, ქუთაისი გახდება ქალაქი, რომლითაც ყველა იამაყებს. მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ სწორედ ამ ქალაქში დაირწა ქართული კულტურის, მეცნიერების, ინტელექტისა და ინდუსტრიის აკვანი. ყოველივე ეს კი, აქ -ქუთაისში ახალი ბრწყინვალებით უნდა დაბრუნდეს.

მიხეილ სააკაშვილი ქალაქის მაცხოვრებლებს დაპირდა, რომ ექვსი თვის შემდეგ ქუთაისის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება და ქალაქი განახლებულ სახეს მიიღებს. „გაძლევთ სიტყვას, რომ მომავალი წლის გაზაფხულზე, მაისში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისათვის, ქუთაისის პროექტის ყველაზე დიდი ნაწილი ერთობლივი ძალისხმევით დასრულებული იქნება. გაძლევთ გარანტიას, რომ ქუთაისში ჩვენ გავხსნით ათეულობით ახალ საწარმოს. როგორც კი ქალაქი ლამაზდება, ხალხს თვალში იმედის ნაპერწკალი ინთება, მაშინვე ყველას უჩდება სურვილი, რომ ამ ქალაქში ფული დააბანდოს, ამ ქალაქში იყოს და ამ ქალაქში დაბრუნდეს. ამით უნდა მოვიზიდოთ ინვესტორები. ჩვენ ვანვითარებთ შაორს, რომელიც ქუთაისიდან ორმოც წუთის სავალზეა. შაორის განვითარებით, მთელი რეგიონი მიებმება ტურისტულ ინდუსტრიას. გზა შაორზე ჭიათურის გავლით გავა. ჭიათურის ამუშავებულ მაღაროებს მიემატება ტურისტული ინდუსტრია და სატრანზიტო მოძროაობა, რითაც ჩვენ შევქმნით ახალ ტურისტულ ცენტრს და თქვენთან ერთად შევქმნით მსოფლო დონის კურორტს. მომავალ ზაფხულს ჩვენ გავხსნით განახლებულ მღვიმეებს, სადაც ვატარებთ ჩვენს ბავშვებს და ტურსიტებს. მე დავდე პრეზიდენტობის ფიცი გელათში, რომელიც არის ჩვენი დიდებისა და ბრწინვალების სიმბოლო, მაგრამ მარვალი წლის განმალობაში მიტოვებული და განადგურებული. მეორე ფიცს, მე როგორც საქართველოს პრეზიდენტი დავდებ ჩემი პრეზიდენტობის პირველი ვადის პერიოდში აღდგენილ და მთელი თავისი ბრწყინვალებით განახლებულ სამონასტრო და საკათედრო ტაძარში"- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვლმა ასევე გუშინ განმუხურში მომხდარ ინცინდენტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ფაქტის ორგანიზატორებს ქვეყანაში ნორმალური ცხოვრების რიტმის დარღვევა ჰქონდათ განზრახული, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწიეს „ განმუხური, რომელიც სიმბოლოა ჩვენი აფხაზეთში დაბრუნების დასაწყისის, შეუდრეკელობის, ახალი ენერგიის, ეგონათ დაეცემოდა და ამ ბანაკის დაცემა საქართველოს მთავრობის დაცემის დასაწყისიც იქნებოდა.... მაგრამ თქვენ ნახეთ როგორ გაიქცნენ ყაჩაღები. კბილებამამდე შეიარაღებული, თავზეხელაღებული და ყველაზე ძლიერი მოწინაამდეგეც კი, უკან დაიხევს მანამ, სანამ ჩვენ თავი მაგრად გვიჭირავს, წელში გამართული ვართ და დაჩოქებაზე უარს ვამბობთ....

ჩვენ როგორც არასდროს ვიქნებით ძლიერნი და გაერთიანებულნი. ჩვენ როგორც არასდროს გადამწყვეტი ნაბიჯებით ვივლით წინ, მინდა მოგილოცოთ ქუთაისის პროექტის დაწყება ყველამ ერთად შევქმნათ ახალი იმერეთი და ახალი საქართველო.... ჩვენ გვწამს ჩვენი მომავლის. დაქოქეთ მექანიზმები - ჩართეთ ბულდოზერები და ამწეები და წინ ახალი ქუთაისისკენ, წინა ახალი აღმშენებლობისაკენ " - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)