სიახლეები
24.11.2007
საქართველოს პრეზიდენტმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან ერთად, რუსთავში პროფესიული გადამზადების ცენტრი გახსნა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მაია მიმინოშვილთან ერთად, დღეს რუსთავში პროფესიული გადამზადების ცენტრი გახსნა.
ტექნიკური პროფილის ცენტრში სხვადასხვა სახეობის ხელობას ასწავლიან. იქ სწავლებას წლის განმავლობაში 400 მოსწავლე გადის, სასწავლო კურსი კი 9-თვიანია.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მაია მიმინოშვილმა პროფესიული გადამზადების ცენტრის გახსნას მნიშვნელოვანი უწოდა და აღნიშნა, რომ ასეთი ცენტრები ხელს შეუწყობს აღორძინებას საქართველოში.
მიხეილ სააკაშვილმა ცენტრის ყველა სახელოსნო დაათვალიერა და იქ დასაქმებულებს პირველი იანვრიდან ხელფასების გაზრდას დაპირდა.
უახლოეს მომავალში საქართველოში კიდევ ორი ასეთი დაწესებულება გაიხსნება.
მიხეილ სააკაშვილმა რუსთავში სხვადასხვა რეგიონის 45 პედაგოგი დააჯილდოვა, რომლებმაც პროფესიული კუთხით გამოიჩინეს თავის.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური