Google+

სიახლეები

27.11.2007
ქვეყნის მოსახლეობა პასუხს გასცემს კითხვას უჭერს თუ არა მხარს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას

23 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გამოსცა ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც 2008 წლის 5 იანვარს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების პარალელურად გაიმართება პლებისციტი. ბრძანებულების თანახმად, საქართველოს მოსახლეობა პლებისციტში პასუხს გასცემს ორ კითხვას:

1.საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნები ჩატარდეს საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად 2008 წლის 1 ოქტომბრიდან 2008 წლის 31 დეკემბრამდე, თუ 2008 წლის გაზაფხულზე;

2.უჭერენ თუ არა საქართველოს მოქალაქეები მხარს საქართველოს გაწევრიანებას ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ნატო).

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, ასევე განისაზღვრა პლებისციტის ჩატარებასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები. კერძოდ, პლებისციტის მომზადება და ჩატარება საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უნდა უზრუნველყოს, ხოლო მის დასაფინანსებლად ფინანსთა სამინისტრომ, შესაბამისი ასიგნებების გამოყოფის მიზნით, კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონსძიებები უნდა განახორციელოს.

პლებისციტის ორგანიზებულად და კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით ჩატარების მიზნით, საჭირო სამუშაოები საქართველოს მთავრობამ და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა უნდა შეასრულოს.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)