Google+

სიახლეები

20.12.2007
ნინო ბურჯანაძესთან უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა შეხვედრა გაიმართა

დღეს გაიმართა მორიგი სამუშაო შეხვედრა ნინო ბურჯანაძეს, არასამთავრობო ადგილობრივი ორგანიზაციებისა და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ინიციატივით შექმნილი უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის წევრებს შორის. შეხვედრას ასევე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ლევან თარხნიშვილი ესწრებოდა.

მხარეებმა ამომრჩეველთა სიების დახვეწისა და მაქსიმალურად სრულყოფის საკითხები განიხილეს.

„სრულყოფილი ამომრჩეველთა სიები არჩევნების გამჭვირვალედ ჩატარების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. ჩვენს ინტერესებშია ყველანაირი მექანიზმი გამოვიყენოთ არჩევნების გაყალბების გამოსარიცხად", - განაცხადა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)