სიახლეები
20.02.2008
საქართველოს პრეზიდენტი რუსეთის ფედერაციაში მიემგზავრება
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 21 თებერვალს მოსკოვში მიემგზავრება, სადაც დსთ -ს სახელმწიფოთა არაფორმალურ სამიტს დაესწრება.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან.
22 თებერვალს დსთ- სახელმწიფოს მეთაურთა არფორმალური შეხვედრა გაიმართება, მოგვიანებით კი, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქართული საზოგადოებრიობის წარმომადგენლებს შეხვდება.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური