Google+

სიახლეები

22.02.2008
მიხეილ სააკაშვილი დსთ-ს არაფორმალურ სამიტში მონაწილეობას იღებს

მოსკოვში დსთ-ს არაფორმალური სამიტი გაიხსნა, რომელშიც მონაწილეობა თანამეგობრობის ქვეყნების ყველა ლიდერმა მიიღო. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ხელმძღვანელებს ვლადიმერ პუტინმა მისი "მემკვიდრე", დიმიტრი მედვედევი წარუდგინა. "რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მიიჩნევს, რომ რუსეთის საგარეო პოლიტიკა დსთ-ს სივრცეში არ შეიცვლება იმ შემთხვევაში, თუ საპრეზიდენტო არჩევნებში პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი მედვედევი გაიმარჯვებს". დსთ-ს სამიტზე განიხილეს მიგრაციის, სატრანსპორტო და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები. რუსეთის პრეზიდენტმა დსთ-ს ლიდერებს ერთობლივად გაწეული მუშაობისათვის მადლობა გადაუხადა.

ვიზიტის დასასრულს, საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრა გამართა მოსკოვის გულსსიხლძარღვთა დაავადების კლინიკაში, რომელსაც ქართველი კარდეოლოგი ლევან ბოკერია ხელმძღვანელობს. მიხეილ სააკაშვილმა რუსეთის ფედერაციაში მოღვაწე ქართველ მედიკოსებს იმ აქტიურობისათვის მადლობა გადაუხადა, რომელიც მათ გამოიჩინეს და იმედი გამოთქვა, რომ ამ კლინიკაში მომსახურე ქართველი პერსონალი აუიცილებლად დაბრუნდება საქართველოში და გააგრძლებს მუშაობას.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)