Google+

სიახლეები

18.03.2008
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციის მოთხოვნებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციის კრიტიკას ამერიკის შეერთებული შტატებიდან გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ხელისუფლება მზად არის განიხილოს ოპოზიციის მიერ შეთავაზებული ვარიანტები, თუკი ოპოზიცია კონსესუსს მიაღწევს. პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო თარიღიც დაასახელა. როგორც მან აღნიშნა, ეს საკითხი პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად განიხილა და გადაწყდა, რომ არჩევნები 21 მაისისთვის დაინიშნოს.

"რეფერენდუმის შედეგის მიხედვით, 150-წევრიანი პარლამენტი უნდა გვქონდეს, მაგრამ თუ ეს მოემსახურება ეროვნულ თანხმობას, ასევე კონსესუსს სხვადასხვა პარტიას შორის, მზად ვართ ავუხსნათ ხალხს, რომ საამისოდ 35 ადგილის დამატება ღირს. თუმცა ეს მხოლოდ იმ პირობებშია შესაძლებელი, თუ ამ საკითხზე ყველა პოლიტიკური ძალა შეთანხმდება. ხანდახან იქმნება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიციურ ძალებს შეთანხმება არ უჭირთ სიტუაციის გამძაფრებასა და რადიკალიზაციაზე, მაგრამ სიტუაციიდან გამოსავლის მოძებნაზე შეთანხმების მიღწევა ძალიან უჭირთ. მთავარია, რომ ამ შეთანხმებას ყველამ ერთად მივაღწიოთ - ვიმუშაოთ, დავიცვათ თამაშის წესები და მაქსიმალურად წარმომადგენლობითი პარლამენტი მივიღოთ, რათა ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოში არც ერთ ადამიანს აღარ გაუჩნდეს კითხვა. მზად ვარ, არჩევნების შემდეგ გამოვიდე ინიციატივით, გადავცე მას დამატებითი ფუნქციები და საპრეზიდენტო პრეროგატივები, რათა დემოკრატიამ საქართველოში მყარად მოიკიდოს ფეხი. თუმცა საამისოდ საჭიროა დიალოგი, ურთიერთქმედება, მთავარ საკითხებთან დაკავშირებით თუნდაც მინიმალური შეთანხმება და საერთო ენის გამონახვა. ეს აუცილებელია მოხდეს როგორც მთავრობასა და ოპოზიციას შორის, ისე ოპოზიციის სხვადასხვა ჯგუფებს შიგნით", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)