Google+

სიახლეები

20.03.2008
მიხეილ სააკაშვილი კონდოლიზა რაისს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბლეარ ჰაუსის რეზიდენციაში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს კონდოლიზა რაისს შეხვდა. შეხვედრას ამერიკისა და საქართველოს დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ.

მიხეილ სააკაშვილისა და კონდოლიზა რაისის საუბრის მთავარი თემა საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში შექმნილი ვითარება და ბოლო პერიოდში აფხაზეთში გართულებული მდგომარეობა იყო. ქართულმა მხარემ კონდოლიზა რაისს აფხაზეთში ამ დროისათვის შექმნილი ვითარების თაობაზე ოფიციალურად აცნობა, რის გამოც მან შეშფოთება გამოთქვა. ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართული შეხვედრებისას ნათელი გახდა, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და „არ დაუშვებენ საზღვრების რღვევას საქართველოში". მიხეილ სააკაშვილისა და კონდოლიზა რაისის შეხვედრისას ყურადღება დაეთმო საქართველოს ნატოში ინტეგრაციის თემასაც. ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური პოზიცია ასეთია - ისინი შეეცდებიან საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭებას ბუქარესტში.

მიხეილ სააკაშვილთან საუბრისას კონდოლიზა რაისმა მოსკოვში რუს კოლეგებთან გამართული შეხვედრების თაობაზე კმაყოფილება გამოთქვა.

მიხეილ სააკაშვილმა კონფლიქტების თემასთან დაკავშირებით, კონდოლიზა რაისს საქართველოს მთავრობის ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დარეგულირების სრულიად ახალი გეგმა გააცნო.

დღესვე მიხეილ სააკაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა საქართველოში ადამიანის უფლებების განვითარება იყო. ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტი ამ ორგანიზაციის წარმომადგენლების შეკითხვებს ერთი საათის განმავლობაში პასუხობდა. ვიზიტის დასასრულს, მიხეილ სააკაშვილი ვაშინგტონში მცხოვრებ ქართველებს შეხვდება და საკუთარ პროგრამას გააცნობს.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)