სიახლეები
19.04.2008
საქართველოს პრეზიდენტი პოლონეთის პრეზიდენტის მიერ საქართველოში საგანგებოდ გამოგზავნილ დელეგაციას შეხვდა
პოლონეთის პრეზიდენტის მიერ საქართველოში საგანგებოდ გამოგზავნილი დელეგაცია საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. შეხვედრაზე რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
დელეგაციის საქართველოში ჩამოსვლის მიზანია პირადად გაეცნოს და აქტიური მონაწილეობა მიიღოს საქართველოს კონფლიქტური რეგიონების მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში.
პოლონელი დიპლომატები იმედოვნებენ, რომ ის ზეწოლა, რომელსაც ევროპა და საერთაშორისო თანამეგობრობა რუსეთზე ანხორციელებს, შედეგს გამოიღებს.
„საქართველო არ არის მარტო და მას შეუძლია ჰქონდეს ნატოს 28 წევრი ქვეყნის მხარდაჭერის იმედი"- პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის ეს გზავნილი, პოლონეთის დელეგაციის წევრებმა მიხეილ სააკაშვილს გადასცეს.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური