Google+

სიახლეები

20.05.2008
მიხეილ სააკაშვილი ხელვაჩაურში რეზერვუარის მშენებლობას გაეცნო

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ საააკაშვილი ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სალიბაურში სასმელი წყლის ორი რეზერვუარის მშენებლობის პროცესს ეცნობოდა. პროექტი ბათუმის წყალმომარაგების სისტემის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. მისი დასრულების შემდეგ ბათუმელებს წყალი უწყვეტი გრაფიკით მიეწოდებათ. რეზერვუარის მშენებლობა 2009 წელს დასრულდება და ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, ბათუმში მრავალსართულიან სახლებს წყალი დამხმარე ტუმბოების გარეშე მიეწოდება.ობიექტზე ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული. „ყველა ბათუმელს უნდა ჰქონდეს 24:00 საათიანი წყალმომარაგება. ეს არის ეკონომიკის განვითარება, ეს ნიშნავს ბევრად მეტ საწარმოს და თავისთავად მეტ ტურისტს და მეტ შემოსავალს ბათუმელებისათვის. ჩემი ამბიციაა არის ის, რომ საქართველოში არ დარჩეს არცერთი ქალაქი, რომელიც არ არის 24:00 საათიანი წყალმომარაგებით."- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)