Google+

სიახლეები

26.05.2008
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სიღნაღს ესტუმრა

საღამოს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სიღნაღს ესტუმრა. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სიღნაღში სამი ახალი სასტუმრო გაიხსნა. ქალაქში კიდევ ერთი სიახლე ხალიჩების - ბორჩალოების სახელოსნოა, სადაც ხალიჩები ძველი ტრადიციების დაცვით იქსოვება. მიხეილ სააკაშვილმა ქალაქის დათვალიერება, მოსახლეობასთან შეხვედრა და რამდენიმე ობიექტის მონახულებაც მოასწრო.

მოგვიანებით პრეზიდენტი სასტუმრო "ფიროსმანის" გახსნას დაესწრო, რომელიც "ცენტრ-პოინტის" შვილობილმა კომპანიამ სასტუმროების ქსელმა "რჩეულმა" ააშენა. "ფიროსმანში" მიხეილ სააკაშვილს ქართული ხალხური სიმღერითა და ცეკვით დახვდნენ.

"სიღნაღი ახდენილი სიზმარი და ოცნებაა. წელიწადნახევრის წინათ ამაზე მხოლოდ ოცნება შეგვეძლო. ზუსტად ასევე ვოცნებობთ ქუთაისის აშენებაზე და ისეთ ბათუმზე, რომელიც სოჭზე უფრო ლამაზი იქნება. ასევე და ამაზე უფრო უკეთ გავაკეთებთ სოხუმს", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)