სიახლეები
18.06.2008
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
2008 წლის 18 ივნისს შედგა სატელეფონო საუბარი საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევს შორის.
მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები განიხილეს.
აფხაზეთში, საქართველო, კონფლიქტის ზონაში არსებული სიტუაციის განხილვისას საქართველოს პრეზიდენტმა მოუწოდა რუსეთის მხარეს თავი შეიკავონ ცალმხრივი ნაბიჯებისაგან და საბრძოლო მასალების გადატანისას დაიცვან სავალდებულო პროცედურები.
საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზაციისათვის საჭიროა რეგულარული კონტაქტები.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური