Google+

სიახლეები

25.07.2008
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოზურგეთს ესტუმრა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს ოზურგეთს ესტუმრა და მთავრობის ორმოცდაათდღიანი პროგრამის მიმდინარეობას გაეცნო. საქართველოს პრეზიდენტი იმ მეწარმეებს შეხვდა, რომლებმაც საკუთარი ბიზნესი იაფი კრედიტის ფარგლებში აამოქმედეს. დღესვე სააქრთველოს პრეზიდენტმა სწორედ მცირე კრედიტით ამუშავებული ერთ-ერთი ასეთ საწარმო - ჩაის ფაბრიკა გასხანა. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა ოფიციალურ ცერემონიაზე განაცხადა, ასეთი ტიპის საწარმოები ყველა რეგიონში უნდა იხსნებოდეს. „ჩემი პრეზიდენტობის დროს ბევრი ამგვარი საწარმო გაიხსნა და უფრო მეტი კიდევ გაიხსნება"-აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. მეწარმეებმა მიხეილ სააკაშვილს საკუთარი პრობლემები გააცნეს. შეხვედრაზე იაფი კრედიტების ათვისებასა და ოპტიმიზაციაზე და შედეგებზე ისაუბრეს. „არცერთმა სამინისტრომ თქვენ ხელუვნური დაბრკოლება არ უნდა შეგიქმნათ. იმ მოხელეებს, ვინც ასეთ გადაწყვეტილებას იღებს, ჩვენგან მკაცრი დასჯა მოელის. ზოგიერთი ზის კაბინეტში და არ ესმის, რომ მის ხელის განძრევასა და ხელმოწერაზე დამოკიდებულია ასობით ადამიანის ბედი, მათი დასაქმებისა და ოჯახების კეთილდღეობა. არ შეიძლება კაბინეტში იჯდე და გულგრილად უყურებდე ამ ყველაფერს". - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, იგი ხშირად ივლის რეგიონებში და შედეგებსაც თავად ჩაიბარებს. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ეს არ იყო მხოლოდ წინასაარჩევნო დაპირება იაფ კრედიტებთან დაკავშირებით. „ ჩვენ რამოდენიმე თვის წინ ვიყავით აქ და ხალხმა უნდა ისწავლოს, რომ ჩვენ არჩევნებიდან არჩევნებადე არ ვცხოვრობთ. არჩვენების წინ მოვინარხულე ამ ქარხნის კარკასი, დღეს კი, ეს არის შედეგი. არჩვენები სამი თვის ჩავლილია და ქარხანა უკვე გახსნილია. ჩვენ ყველანი ერთად დაპირებებს და პროგრამას ვასრულებთ. ეს დაპირება კი არ არის, ეს არის ჩვენი ცხოვრების მთავარი მამოძრავებელი ძალა- შევქმნათ საქართველოში ჩვენი თანამოქალაქეებისათვის ბევრად უფრო კარგი ცხოვრება. ჩვენი ომოცდაათვიანი პროგრამა არის ახალი საწარმოების უწყვეტი გახსნა და ხელშეწყობა - იმ პირობებშიც კი, როცა მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისია" -აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)