სიახლეები
13.09.2008
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სააქციო საზოგადოება
დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სააქციო საზოგადოება "ქართული ფოლადის" წიდისა და ჯართის გადამამუშავებელი საწაროში იმყოფებოდა. მიხეილ სააკაშვილი მუშა-მოსამსახურეებს გაესაუბრა და მათი საშუშაო პირობებში და ანაზღაურება გამოიკითხა. მიხეილ სააკაშვილმა ბიზნესმენ ჯოზეფ ქეის, რომელმაც ამ საწარმოში 6 მილიონი ევროს ინვესტიცია განახორციელა, მადლობა გადაუხადა იმისათვის, რომ რუსული აგრესიის პირობებში სს "ქართული ფოლადი" არ გაჩერებულა და სრული დატვირთვით მუშაობდა.
"მიუხედავად ამ აგრესიისა, მიუხედავად ძალიან დიდი რისკისა, თქვენ ეს საწარმო მაინც გახსენით. რაც არ უნდა დაგვემუქრონ და დაგვაშინონ, საქართველო გადარჩა და ქართული ეკონომიკა ჩქარი ტემპით მაინც განვითარდება. პასუხი რუსულ აგრესიაზე არის საქართველოს აღმშენებლობა, დასაქმება, სამუშაო ადგილები, მეტი შემოსავლები, მეტი საწარმოები, ექპორტულ ბაზარზე გასვლა. მთავარია ყველას ესმოდეს, რომ საქართველოს ეკონომიკას წინ ბევრად მეტი ელის, თუმცა გარდამავალი პერიოდი საკმაოდ რთული იქნება, მაგრამ ამ ყველაფერს უნდა გავუძლოთ" -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტი რუსთავში მე-8 მიკრო რაიონში მცხოვრებ ბეროშვილების ოჯახსაც ესტუმრა, სადაც შიდა ქართლიდან 18 დევნილი ცხოვრობს. პრეზიდენტმა მათ საჩუქრად ტელევიზორი გადასცა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური