Google+

სიახლეები

24.11.2008
რუსების მიერ კონტროლირებადი ბლოკპოსტიდან საქართველოს და პოლონეთის პრეზიდენტების კორტეჟს ცეცხლი გაუხსნეს

საქართველოს და პოლონეთის პრეზიდენტების კორტეჟს ცეცხლი გაუხსნეს რუსების მიერ კონტროლირებადი ბლოკპოსტიდან, ახალგორის მიმდებარე, ჩვენი კუთვნილი ტერიტორიიდან, სადაც განხორციელდა ეთნიკური წმენდა. აღნიშნული ტერიტორია კვლავაც იმყოფება რუსეთის ოკუპაციის ქვეშ, რაც თავისთავად ეწინააღმდეგება ექვს პუნქტიან შეთანხმებას.

გუშინ, დაახლოებით, 18:10 საათზე, ახალგორთან მდებარე რუსეთის ბლოკპოსტიდან სწორედ მაშინ ისროლეს, როდესაც ამ ბლოკპოტს საქართველოს და პოლონეთის პრეზიდენტების კორტეჟი მიუახლოვდა.

პრეზიდენტები დევნილთა ახლადაშენებული დასახლების მოსანახულებლად მიემგზავრებოდნენ, როდესაც მათ გადაწყვიტეს ახალგორის მახლობლად, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე რუსული ბლოკპოსტები საკუთარი თვალით ენახათ. ეს იმის დემონსტრირება იყო, თუ როგორ არღვევენ რუსები ექვსპუნქტიან შეთანხმებას.

ახალგორის ოლქი, ცენტრალური ქალაქითა და ირგვლივ მდებარე სოფლებით ეთნიკურად ქართულ ტერიტორიას წარმოადგენს და აგვისტოს ომამდე მას სრულად აკონროლებდა ქართული მხარე. ამის მიუხედავად, ახლა ეს ტერიტორია მიეკუთვნება იმ ნაწილს, რომელსაც რუსეთი უწოდებს "ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოს". ახალგორის ოლქში ქართველების მიმართ განხორციელდა ეთნიკური წმენდა და ექვს პუნქტიანი შეთანხმების მიუხედავად, რომელიც რუსეთის ძალების ომამდელ პოზიციებზე დაბრუნებას ითვალისწინებს, აღნიშნული ტერიტორია კვლავაც რუსული სამხედრო ოკუპაციის ქვეშ იმყოფება.

ორი პრეზიდენტი რუსეთის მიერ კონტროლირებად ბლოკპოსტს სოფელ ახმაჯთან (ამ ტერიტორიას მუდმივად სტუმრობენ საერთაშორისო დამკვირვებლები), დაახლოებით, 100 ფუტით მიუახლოვდა. ავტომატური იარაღიდან ცეცხლი სწორედ ამ დროს, ბლოკპოსტიდან გახსნეს.

კორტეჟში არავინ დაშავებულა.

სროლა დაახლოებით 5-7 წუთს გრძელდებოდა, თუმცა არც ერთი საპასუხო სროლა არ განხორციელებულა.

ორივე პრეზიდენტი სასწრაფოდ იქნა ევაკუირებული.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)