Google+

სიახლეები

12.04.2009
საქართველოს პრეზიდენტი სამებაში საზეიმო წირვას დაესწრო

წმინდა სამების საკათედრო ტაძარში ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოჯახთან ერთად მივიდა. უწმინდესმა საქართველოს პრეზიდენტსა და მის ოჯახს ბზობის დღესასწაული მიულოცა. სამების ტაძარში წირვას სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. ბზობის დღესასწაულზე საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ქართველ ხალხს ერთმანეთის მოსმენისკენ მოუწოდა "სამშობლო ყველას გვიყვარს, მაგრამ მთავარია, ადამიანი არ შეიპყროს ამპარტავნებამ, ეს ერთ-ერთი უმძიმესი ცოდვაა," - განაცხადა ქადეგების დროს ილია მეორემ.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)