Google+

სიახლეები

22.04.2009
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მთავრობის სხდომას დაესწრო

მთავრობის კანცელარიაში მინისტრთა კაბინეტის დახურული სხდომა გაიმართა. სხდომას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უძღვებოდა. მთავრობის სხდომაზე საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა, ამ მიმართულებით განსახორციელებელი პროექტები და სამომავლო გეგმები განიხილეს. სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ უნდა გაძლიერდეს მუშაობა რამდენიმე მიმართულებით - რისი პოტენციალიც საქართველოში არსებობს, საჭიროა სოფლის მეურნეობის დარგის განვითარება, ძირითადად, საქმე ეხება ექსპორტის შესაძებლობების გაზრდას.

"საქართველოში სოფლის მეურნეობის ინდუსტრიული ბაზა უნდა შეიქმნას, სოფლის მეურნეობის პოტენციალი, ძირითადად, გამოუყენებელია და ეს არის სწორედ ერთ-ერთი პრობლემა, თუმცა, მეორე მხრივ, არის საშუალება იმისა, რომ ეს იყოს გამოყენებული.

სოფლის მეურნეობის წილი ბოლო პერიოდში ერთიან შიდა პროდუქტში ყოველთვის მცირდებოდა და ეს ნამდვილად არ არის ნორმალური" -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა დაასახელა კონკრეტული ციფრები, თუ რამდენი ტონა ვაშლი, მანდარინი, ყურძენი და კარტოფილი იწარმოება საქართველოში. რამდენია ადგილობრივი მოხმარება და რამდენი - იმპორტი.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, არსებობს სოფლის მეურნეობის ჩამორჩენილი ბაზა. აუცილებლად უნდა მოხდეს მცირე კრედიტების პროგრამებსა და რომ სოფლის მეურნეობის პროდუქციის ფასის შენარჩუნება უცხოელებთან, ასევე წარმოების სტიმულირებაზე მუშაობა.

ბოლო კვირების განმავლობაში საქართველომ დაამტკიცა, რომ მიუხედავად გარე თუ შიდა მცდელობებისა, ის მდგრადი ქვეყანაა, - განცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობის კანცელარიაში გამართულ მთავრობის სხდომაზე.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ის, რომ საქართველო მდგრადი განვითარებადი ქვეყანაა, ბევრისთვის აღმოჩენა იყო.

მიხეილ სააკაშვილმ მთავრობას ეკონომიკური განვითარების კუთხით საქართველოს ოაზისად გადაქცევა ამოცანად და უსახა. ‘'ეს არის ეკონომიკურად ყველაზე სწორად აწყობილი ქვეყანა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი განცხადებით, ამას ადასტურებს ის, რომ მსოფლიო ბანკის შეფასებით, საქართველო ბოლო ხუთი წლის განმავლობაში არის მთავარი რეფორმატორი ქვეყანა.

დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ბოლო ვიზიტები უცხოეთში მიზნად ისახავდა მსხვილ ინდუსტრიულ ჯგუფებთან შეხვედრას.

მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მსგავს ვიზიტებს კვლავაც გააგრძელებს, გაახშირებს მთავრობასთან მიზნობრივ ეკონომიკურ თათბირებს, რათა ქვეყანა უფრო მდგრადი განვითარების გზაზე დადგეს.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს აქვს შანსი, მიუხედავად მსოფლიო კრიზისისა და ოკუპაციისა, მოიზიდოს ინვესტიციები და გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივა ჰქონდეს.

საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობის სხდომაზე საქართველოს ენერგეტიკის სექტორის პოტენციალზეც ისაუბრა.

მისი თქმით, მიუხედავად მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისა, საქართველო იმ ქვეყნების ათეულშია, რომლებმაც მოახერხეს ინვესტიციების შემოდინების შენარჩუნება, თუმცა პრეზიდენტის განცხადებით, მსოფლიო კრიზისმა შეაფერხა ინვესტიციების ზრდის პროცესი.

მიხეილ სააკაშვილმა ენერგეტიკულ პროექტებზე. კერძოდ, ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის პროექტებზე ისაუბრა.

მისი თქმით, უცხოური ინვესტიციები გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა იყოს ჩანაცვლებული შიდა კაპიტალით. ენერგეტიკული პროექტები საშუალებას აძლევს საქართველოს, რომ გაზარდოს ექსპორტი და ამ თვალსაზრისით პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს სერიოზული პოტენციალი, რათა გაყიდოს გამომუშავებული ელექტროენერგია.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)