Google+

სიახლეები

25.04.2009
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოფიაში იმყოფება

სოფიაში ახალი ენერგეტიკული დეცლარაციის მიღების ცერემონია გაიმართა, სადაც გაკეთდა ოფიციალური განცხადებები.

სოფიის დეკლარაციას საქართველო სატრანზიტო და სანდო პარტნიორის ქვეყნის სტატუსით შეუერთდება.

სამიტზე, სიტყვით საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც გამოვიდა. მან რუსეთის ინტერვენციასა და საქართველოს სატრანზიტო პოტენციალზე ისაუბრა.

"საქართველოში რუსეთის შემოსვლის მთავარი მიზანი კასპიის რეგიონიდან და შუა აზიიდან ევროპისკენ მიმავალი ენერგოდერეფნის დაკეტვა იყო. რუსეთს სურდა ხელში ჩაეგდო მთელი რესურსები, ინტერვენციის დროს მათ დაბომბეს ბაქო-თბილისი -ჯეიჰანის მილსადენი", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას.

საქართველოს პრეზიდენტი სამიტის ფარგლებში ენერგეტიკის საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას წარმომადგენელს შეხვდა. საუბარი საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს, "ნაბუკოსა" და "თეთრი ნაკადის" გაზსადენის პროექტებს შეეხო.

სამიტზე ერთმანეთს შეხვდნენ ბულგარეთისა და საქართველოს პრეზიდენტები. პირისპირი შეხვედრის მთავარი თემა მომავალი თანამშრომლობა იყო.

მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს, რომ როგორც ენერგეტიკის, ისე სავაჭრო სექტორში კვლავ გაღრმავდება ორი ქვეყნის ურთიერთობები.

ქართული მხარის ინფორმაციით, უკვე გადაწყვეტილია, რომ ფოთსა და ბათუმში გაიხსნება რიგით მესამე ბორანი ბულგარეთიდან.

რაც შეეხება ბულგარეთს, სოფიაში აცხადებენ, რომ საქართველო საინტერესო პარტნიორი ხდება და არა მარტო სავაჭრო ურთიერთობებშია სანდო პარტნიორი, არამედ, სოფიაში მიღებული დეკლარაციის შემდეგ, ევროპისთვის უკვე ენერგობაზარზე ახალი პარტნიორის სტატუსს იძენს.

„ბულგარეთი არის ჩვენთვის ძალიან კონკრეტული, ძალიან სასარგებლო სავაჭრო პარტნიორი. ის არის ერთადერთი ქვეყანა ევროპაში დღეისთვის, სადაც ჩვენ უფრო ბევრი შეგვაქვს და ბევრს ვყიდით, ვიდრე მას შემოაქვს და ყიდის საქართველოში. ჩვენ ეს ურთიერთობები უნდა გავზარდოთ. ყველა სხვა ქვეყანასთან ასევე უნდა ავაწყოთ ურთიერთობები", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)