Google+

სიახლეები

17.05.2009
მიხეილ სააკაშვილი ფესტივალის დასკვნით კონცერტს დაესწრო

საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის - "Tbilisi Open Air - Alter/Vision დახურვას იპოდრომზე, ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაესწრო.

ფესტივალში მონაწილეობა 24-მა სხვადასხვა ჟანრის თანამედროვე მუსიკოსმა მიიღო. ფესტივალი "ევროვიზიის" იდეურად დაპირისპირების მიზნით ჩატარდა და ის პოლიტიკისა და კლიშეებისგან თავისუფალი, ევროპული კულტურული სულის მატარებელი ფესტივალია." მაშინ, როდესაც საქართველოს წარმომადგენლებს პოლიტიკური ნიშნით არ მისცეს საშუალება მონაწილეობა მიეღოთ ვეროვიზიის კონკურსში, საქართველოში ფესტივალზე დასასწრებად უამრავი ევროპული ჯგუფი ჩამოვიდა. ეს არის ჩვენი თავისუფლების მხარდაჭერა, სოლიდარობა ქართველი ხალხისადმი. ეს არის ყველაზე თავისუფალი ფესტივალი,"- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)