Google+

სიახლეები

09.06.2009
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციიდან მშობლების ინიციატივით გაყვანილი გოგონას მდგომარეობით დაინტერესდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, მშობლების ინიციატივით, რეანიმაციული განყოფილებიდან 4 წლის ინა ცარელაშვილის წაყვანის ფაქტს გამოეხმაურა. პრეზიდენტმა ჯანდაცვის მინისტრი დაიბარა და შექმნილი ვითარებით დაინტერესდა. სანდრო კვიტაშვილმა აღნიშნა, რომ ბავშვის მდგომარეობა მძიმეა და მას მუდმივი მეთვალყურეობა სჭირდება. მისი თქმით, იურიდიული თვალსაზრისით მშობლების გადასაწყვეტი იყო დარჩებოდა თუ არა იგი კლინიკაში, თუმცა ექიმების აზრით, ბავშვის მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, ეს ყოვლად დაუშვებელი იყო. პრეზიდენტის განცხადებით, როდესაც საქმე ბავშვის ჯანმრთელობას ეხება, შემაფერხებელი ფაქტორები არ უნდა არსებობდეს. პრეზიდენმა ძალოვან სტრუქტურებს დაუყოვნებლივი მოქმდება, ჯანდაცვის მინისტრს კი ბავშვის გადასარჩენად ქმედითი ღონისძიებების განხორციელება დაავალა.

"ჩვენ სახელმწიფო ვართ თუ უმწეო დამკვირვებლები?ამ შემთხვევაში,არ აქვს მნიშვნელობა ვინ როგორ ინტერპრეტირებს კანონს. ადამიანის სიცოცხლის, მით უმეტეს, პატარა ბავშვის სიცოცხლის გადარჩენა, დგას უფრო მაღლა ვიდრე ნებისმიერი მათი სარწმუნოებრივი მოსაზრება, აკვიატება და აბსოლიტური უმეცრება და ვიდრე ნებისმიერი ტექნიკური ნორმა. კატეგორიულად ვითხოვ უახლოეს საათებში, ეს ბავშვი დააბრუნეთ სამკურნალო დაწესებულებაში. მე ვავალებ პოლიციას, პროკურატურას ჩერთონ და თუ სხვა მეთოდი არ გაჭრის, იძულების წესით ჩემოიყვანონ ეს ბავშვი. მომავალში აღარასდროს არ დაუშვათ, რომ რაიმე მსგავს სიტუაციაში, როდესაც ადამიანის გადარჩენა შეიძლება, ჩვენი სახელმწიფო ორგანოები ან კანონი აღმოჩნდეს უმწეო მდგომარეობაში. დაუყოვლებლივ იმოქმედეთ. მე არც მშობლების აზრი მაინტერესებს და არც რაიმე სხვა - მთავარია ბავშვი წამოიყვანოთ და გადაარჩინოთ. ასეთი მშობლების საკითხი კი სასამართლო წესით არის გასარკვევი", - განაცახადა მიხეილ სააკაშვილმა მინისტრთან საუბრისას.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)