სიახლეები
14.07.2009
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 ივლისის № 480 განკარგულება 2009 წლის 14 ივლისის გლოვის დღედ გამოცხადების შესახებ
1. 2009 წლის 13 ივლისს „ნაქერალას" უღელტეხილზე მომხდარი ავარიის შედეგად ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდების ხსოვნის პატივსაცემად საქართველოში 2009 წლის 14 ივლისი გამოცხადდეს გლოვის დღედ.
2. აღნიშნულთან დაკავშირებით, 2009 წლის 14 ივლისს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაშვებულ იქნეს სახელმწიფო დროშები.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური