Google+

სიახლეები

23.07.2009
საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში მიხეილ სააკაშვილისა და ჯოზეფ ბაიდენის პირისპირ შეხვედრა გაიმართა

პრეზიდენტის სასახლეში ამერიკის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა, სადაც

შესრულდა ამერიკისა და საქართველოს ჰიმნები. ამერიკის ჰიმნი შეასრულა ქართველმა მომღერალმა სოფო ნიჟარაძემ.

ამის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტს საქართველოს სამთავრობო გუნდი წარუდგინა, ხოლო შემდეგ მოხდა ამერიკის დელეგაციის წარდგენაც. საზეიმო დახვედრის ცერემონიალი ვიცე-პრეზიდენტისა და პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრით გაგრძელდა. ბაიდენმა ახლადგახსნილი პრეზიდენტის რეზიდენცია დაათვალიერა. მიხეილ სააკაშვილმა ბაიდენს ჩამოსვლისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ქვეყანას არჩევანი გაკეთებული აქვს - ეს დემოკრატიული და თავისუფალი სახელმწიფოს შენებაა.

საქართველოს პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენთან პირისპირ შეხვედრისას განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს თანამშრომლობისთვის ბრწყინვალე ბაზა აქვთ. "ჩვენ თანამაშრომლობისთვის ბრწყინვალე ბაზა გვაქვს, რომელიც ბევრ სფეროს მოიცავს", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველო ისტორიულ უსამართლობის მსხვერპლი არაერთხელ გამხდარა. ბოლო ასეთი უსამართლობა კი შარშან ზაფხულს მოხდა.

მიხეილ სააკაშვილი: "დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ გუშინდელი დღისთვის და იმ მილიარდ დოლარიანი დახმარებითვის, რომელიც ჩვენი ქვეყნის აღდგენისთვის გამოეყო საქართველოს. ჩვენი არჩევანია ავაშენოთ თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანა. ჩვენ ვართ განვითარებადი დემოკრატიის ქვეყანა, მაგრამ ჩვენ ოკუპაციის პირობებში ვიმყოფებით. ჩვენი სურვილია შევუერთდეთ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს და ეს არის ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანი. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პრეზიდენტ ობამას, მოსკოვში თავისი პოზიციის მყარად დაფიქსირებითვის, რომელიც გავლენის სფეროების არარსებობას გულისხმობს. ჩვენს შორის ხელმოწერილი ქარტია ყველა მნიშვნელოვან სფეროს მოიცავს და ჩვენ ამ შეთანხმების ტექსტს მუხლობრივად განვიხილავთ. გუშინდელი ჩვენი საუბარი პროდუქტიული გამოდგა. საქართველოში ნახევარი მილიონი დევნილი გვყავს, რომელიც ყველაზე საშინელი ომის შედეგად მივიღეთ. ქვეყნის ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებული გვაქვს, მაგრამ ჩვენ მაინც მყარად ვდგავართ. ჩვენ გვჯერა, რომ თქვენთან ერთად ამ გამოწვევებს გავუმკვალდებით.

ჩვენ ერთმანეთს დიდი ხანია ვიცნობთ და ყველა ჩვენი შეხვედრა მახსოვს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩემო მეგობარო ვიზიტისთვის."

ჯოზეფ ბაიდენი: "კარგია აქ ხელახლა ჩამოსვლა, კარგია, რომ არ ჩანს რუსული თვითმფრინავები ცაში.

"ვარდების რევოლუცია" შთაგონების წყარო გახდა არამარტო საქართველოს მეზობელი ქვეყნებისთვის, არამედ ამერიკისთვის.

მინდა საჯაროდ განვაცხადო, რომ თქვენს გვერდით ვარ და დაგემხარებით ქვეყნის მომავლის შენებაში. ამერიკა განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას.

დარწმუნებულები ვართ თქვენს მომავალში. თქვენმა გუნდმა კარგი სამუშაო გაწია. გუშინდელი მასპინძლობა, გასართობი პროგრამა გასაოცარი იყო და დიდი სიამოვნება მივიღეთ."


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)