Google+

სიახლეები

07.08.2009
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისი-სენაკის ავტობანის მშენებლობა მოინახულა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისი-სენაკის ავტომაგისტრალის იგოეთი-სვენეთის გზის მონაკვეთზე იმყოფებოდა და იქ მიმდინარე სამუშაოები მოინახულა.

"შარშან, როდესაც საქართველოში რუსები შემოიჭრნენ, იმაზე ვდარდობდი, რომ ცხინვალამდე ავტობანის გაყვანა ვერ მოვასწარით. ეს გზა მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ არ დაგვამთავრებინეს. იმ ადგილებში, რომლებსაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებდით შარშან დაახლოებით, 35 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, ახლა კი 15-16 ათასი მოსახლე დარჩა. მათვის ეს გზა იყო ძალზე მნიშვნელოვანი, რადგან მხოლოდ ამ გზით შეეძლოთ ქვეყნის დედაქალაქთან კომუნიკაცია. თუმცა მთავარი არის ის, რომ მათ ვერ შეაჩერეს ამ გზის მშენებლობა, ისევე როგორც ბევრი სხვა მშენებლობისა. ერთადერთი, რაც მათ ამ პერიოდში წარმატებით ააშენეს იყო მავთულხლართებიანი, ახალი ბერლინის კედელი. ამ ბეტონის გზის მშენებლობა სენაკის მიმართულებით მაინც გრძელდება.

საქართველოში ბევრი რამ კეთდება, ბათუმში, ბორჯომში, რაჭაში და ა.შ.

მინდა დავამატო, რომ ავტობანი რევოლუციის წლისთავისთვის გაიხსნება. უკვე ოთხი თვის წინსწრებით ვასრულებთ დასახეულ გეგმას. ჩვენ კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი და ამიტომ, უნდა ვიჩქაროთ. აგვისტოს დამლევისათვის ორმხრივი მაგისტრალი უნდა ფუნქციონირებდეს. ყველაზე მეტი ავარია ყოველთვის გორის ტრასაზე ხდებოდა-ხოლმე, ახლა კი ეს პრობლემა ასე თუ ისე მოხსნება. დადებითი მხარეა ისიც, რომ ყველა მიმართულებით ფაქტობრივად ორჯერ შემცირდება მანძილი და შესაბამისად, დაძაბულობაც. ვფიქრობ, ეს ძალზე დიდი და სერიოზული პროექტებია. მაგალითად, ჯავახეთში გზა წყვეტს ეკონომიკურ და პოლიტიკურ პრობლემას, ასევე ბათუმსა და კახეთში - გომბორის უღელტეხილის მშენებლობა ბევრ პრობლემას მოგვიხსნის.

ახლა ვიწყებთ რკინიგზის მოდერნიზაციას და მისი საშუალებით, ბათუმში 3 საათზე ნაკლებ დროში ჩავალთ. ამ პროექტის განხორციელება ამ წლის შემოდგომაზე, ან მომავალი წლის გაზაფხულზე დაიწყება.

ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, რუსეთის აგრესიის შემდეგ ქართული სახელმწიფო არა მხოლოდ არ დაინგრა, არა მხოლოდ არ შეგვშინებია, არამედ კიდევ უფრო დაჩქარებული ტემპებით ვახორციელებთ ჩვენს გეგმებს. რა თქმა უნდა, საბოლოოდ, ეს გზა აუცილებლად ჩაგვიყვანს სოხუმამდე, ამ გზით, ცხინვალელები თავად ჩამოვლენ თბილისამდე და მით უმეტეს, ეს გზა არ კეთდება იმისათვის, რომ რუსულმა ტანკებმა ჩამოაღწიონ დედაქალაქამდე - ეს გზა არ არის განკუთვნილი რუსული ტანკებისთვის. დაწყებულ საქმეს აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე, ლოგიკურ დასასრულამდე. მე ვფიქრობ რომ წელს თავიდან ავიცილეთ მორიგი აგრესია. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს განვითარებას და ჩვენი მიღწევებით სასიამოვნოდ გავაკვირვებთ მსოფლიოს ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)