Google+

სიახლეები

21.10.2009
საქართველოს პრეზიდენტმა რაჭის ადგილობრივი მოსახლეობისგან რთველის დასრულებასთან დაკავშირებით ანგარიში ჩაიბარა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რაჭაში ჩავიდა და რთველის დასრულებასთან დაკავშირებით ანგარიში ჩაიბარა.

პრეზიდენტი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და ინფორმაცია რთველის მიმდინარეობის, მოსავლის ოდენობის, ჩაბარებისა და ფასის შესახებ მათგან მოისმინა. მიხეილ სააკაშვილი მოსახლეობას ახალი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას და შაორზე მაღალი დონის კურორტის გაშენებას დაჰპირდა.

პრეზიდენტის განცხადებით, ხვანჭკარას, რომელიც რაჭაში მოდის, რეკლამა არ სჭირდება და იგი უკრაინაში, შუა აზიაში და სხვა ქვეყნებში ძალიან პოპულარულია.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა ძალიან კარგია, რომ წელს რთველი კარგად ჩატარდა, თუმცა, მომავალ წელს იგი უკეთესი უნდა იყოს.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოში რთველის კარგად ჩატარება და ხარისხიანი ღვინის წარმოება უკვე ვისწავლეთ, მაგრამ ეხლა საჭიროა პროდუქციის გაყიდვის სწავლა.

რაჭიდან ვაშლის ნიმუშები აიღო კომპანია "ჰიპმა", რომელიც ბავშვთა კვების პროდუქციის მსხვილი მწარმოებელია. ამ კომპანიამ საქართველოში ქარხანა შეიძინა.

მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნული კომპანიის ხელმძღვანელთან შეხვედრაც გაიხსენა. როგორც მან აღნიშნა, იგი კომპანიის ხელმძღვანელს რამდენიმე თვის წინ ვახშამზე ესაუბრებოდა, როცა თავს რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები დაადგნენ და საპროტესტო აქცია გაუმართეს.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, მომავალ წელს სოფლებს აგრონომი უნდა ჰყავდეს. რაიონულ ცენტრში ამბულატორიების მსგავსად გაიხსნება ცენტრი, სადაც აგრონომი გლეხებს ახალ ჯიშებთან, ტექნოლოგიებთან და სხვა საჭირო საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციას მიაწვდის და კონსულტაციებს გაუწევს.

მოსახლეობა პრეზიდენტს არსებული პრობლემების შესახებაც ესაუბრა და მას გზის, ტრაქტორებისა და გაზიფიცირების პრობლების მოგვარება სთხოვა.

პრეზიდენტი მათ დახმარებას დაჰპირდა და აღნიშნა, რომ მომავალ წელს ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყება, რომელზეც 6-7 ათასი ადამიანი დასაქმდება. ამდენად, ახალგაზრდებმა, რომელიც რაჭის სოფლებიდან ქალაქში წავიდნენ, უკან დაბრუნებაზე უნდა იფიქრონ.

პრეზიდენტის განცხადებით, იმისთვის, რომ პრობლემის მოსაგვარებლად მუშაობა მიზნობრივად დაიწყოს, აუცილებელია ხალხთან რაც შეიძლება ხშირი შეხვედრები და საკითხების ადგილზე განხილვა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)