სიახლეები
18.11.2009
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ზუგდიდში ჩავიდა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ზუგდიდში ჩავიდა და გაზსადენის ერთ-ერთი ობიექტის მშენებლობის დასრულებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. პრეზიდენტთან ერთად, გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური, შპს "სოკარ ენერჯ ჯორჯიას" გენერალური დირექტორი ამაირ მამედოვი და "სუპერ ჯორჯია გაზის" დირექტორი ანაკ მამედოვი. სამეგრელო-ზუგდიდში სიმბოლური გაზქურა საქართველოს პრეზიდენტმა ენერგეტიკის მინისტრთან ერთად აანთო-მოგვიანებით პრეზიდენტი გულიების ოჯახს ეწვია. მიხეილ სააკაშვილი ლაზის ქუჩაზე შეკრებილ მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. საქართველოს პრეზიდენტმა საუბრისას ყურადღება გაამახვილა სამეგრელოში ტურისტული ბიზნესის განვითარებაზე, ისაუბრა იმი შესახებ, რომ უახლოს პერიოდში რეგიონში ახალი ქარხნები გაიხსნება, რაც მოსახლეობის დასაქმებას შეუწყობს ხელს და საბოლოოდ დამარცხებული იქნება სიღარიბე.
"მნიშვნელოვანი იყო აქ გაზის მოსვლა, აქ იგეგმება რამდენიმე ქარხნის გაკეთება, ტურიზმის განვითარება. აქედან ერთხელ და სამუდამოდ მიდის სიღარიბე. ჩვენ აქაურ მოსახლეობას უნდა შევუქმნათ პირობები."-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური